შეძენის პირობები
ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ პროდუქცია, გაეცნოთ ინფორმაციას სპეციფიკაციებისა და გამოყენების პირობების შესახებ.
სასურველი პროდუქტები შეგიძლიათ დაამატოთ სიაში, მიუთითოთ რაოდენობები და გამოგზავნოთ ფასების მოსაკვლევად.
ასევე, შესაძლებელია სპეციალური მოთხოვნის გვერდიდან გამოგზავნოთ პროექტის ხარჯთაღრიცხვის ფაილი და ჩვენი გაყიდვების გუნდი დეტალურად მოიკვლევს თქვენს საჭიროებებს.
შეკვეთის პროცედურა
კომპანიის ვალდებულებები
- კომპანია ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
- კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა კომპანიას ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც კომპანია დაეთანხმა.
მომხმარებლის ვალდებულებები:
- იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება მომხმარებლის სურვილს მომხმარებლის ბრალით (მაგალითად, მომხმარებლის შეცდომის შემთხვევაში), მომხმარებელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს განმეორებითი ტრანსპორტირების ღირებულება. გადასახდელი თანხა ასევე შეიცვლება იმ პროდუქციის ღირებულებათა სხვაობის მიხედვით, რომელიც მომხმარებელმა შეუკვეთა და რომლის შეკვეთაც მომხმარებელს სურდა.
- მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია ის, რაც მან შეუკვეთა/რისი შეკვეთაც მას სურდა.
- მომხმარებელმა პროდუქციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა შეატყობინოს მიმწოდებელს პროდუქციის ნაკლის შესახებ.
- მითითებული ვადის (3 სამუშაო დღის) გასვლის შემდეგ, ნივთის ნაკლის შესახებ პრეტენზიები არ მიიღება და მიმწოდებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
მომხმარებლის უფლებები
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
დაბრუნება, გადაცვლა ან საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა
- შეუძლებელია პროდუქტის ან მისი შესყიდვის იდენტიფიცირება
- პროდუქტის ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს
- წუნი გამოწვეულია, მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო
- დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ. ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);
- წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;
- წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/კომპანიის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
ხშირად დასმული კითხვები
🏷️ რატომ არ არის მითითებული პროდუქციის ფასები?
სახანძრო ინვენტარის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასი ხშირად დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და მიმდინარე მარაგებზე. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, მაქსიმალურად ზუსტი და კონკურენტული ფასთშეთავაზება, რასაც ჩვენი გაყიდვების გუნდი ინდივიდუალურად ამუშავებს.
📝 როგორ შემიძლია ფასის გაგება და შეკვეთის გაფორმება?
შეკვეთის პროცესი მარტივია:
შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები და დაამატეთ სიაში.
მიუთითეთ რაოდენობები და შეავსეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.
გადმოგზავნის შემდეგ, ჩვენი მენეჯერი დაამუშავებს მოთხოვნას და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ მზა ფასთშეთავაზებით (ინვოისით).
შეკვეთა დასტურდება მხოლოდ თქვენ მიერ. ფასის შეთანხმების შემდეგ.
📥 მაქვს მზა ხარჯთაღრიცხვის ფაილი, შემიძლია მისი პირდაპირ გამოგზავნა?
დიახ, რა თქმა უნდა. თუ თქვენ უკვე გაქვთ პროექტის მიხედვით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა ან საჭირო ინვენტარის ჩამონათვალი, შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი ფასის მოთხოვნის ფორმის მეშვეობით. ჩვენი სპეციალისტები გადახედავენ ტექნიკურ დავალებას და მოგიმზადებენ შესაბამის კომერციულ წინადადებას.
💳 რა ფორმით ხდება ანგარიშსწორება?
ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, საბანკო გადარიცხვით. მას შემდეგ, რაც გაყიდვების გუნდთან შეათანხმებთ ყველა დეტალს, თქვენ მიიღებთ ინვოისს ჩვენი საბანკო რეკვიზიტებით. თანხის ასახვისთანავე დაიწყება შეკვეთის მომზადება.
🚚 როგორ მივიღებ შეძენილ პროდუქციას?
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზიდან ერთ-ერთი:
ადგილზე მიწოდება: ჩვენი კურიერი მოგაწვდით ინვენტარს მითითებულ მისამართზე (ტარიფი და დრო ზუსტდება შეკვეთისას).
გატანა საწყობიდან: შეგიძლიათ თავად გაიტანოთ პროდუქცია ჩვენი ცენტრალური საწყობიდან თქვენთვის ხელსაყრელ დროს, მას შემდეგ რაც შეტყობინებას მიიღებთ შეკვეთის მზადყოფნის შესახებ.
STAND.GE - უსაფრთხოების ინვენტარი
Then the question arises: where’s the content? Not there yet? That’s not so bad, there’s dummy copy to the rescue. But worse, what if the fish doesn’t fit in the can, the foot’s to big for the boot? Or to small? To short sentences, to many headings, images too large for the proposed design, or too small, or they fit in but it looks iffy for reasons.
A client that's unhappy for a reason is a problem, a client that's unhappy though he or her can't quite put a finger on it is worse. Chances are there wasn't collaboration, communication, and checkpoints, there wasn't a process agreed upon or specified with the granularity required. It's content strategy gone awry right from the start. If that's what you think how bout the other way around? How can you evaluate content without design? No typography, no colors, no layout, no styles, all those things that convey the important signals that go beyond the mere textual, hierarchies of information, weight, emphasis, oblique stresses, priorities, all those subtle cues that also have visual and emotional appeal to the reader.

სატუმბი სისტემა
მილები და სპრინკლერები
ფიტინგები და კოპლინები
წყალმომარაგება
ნაკადის მართვა
ცეცხლმაქრები

პანელები
დეტექტორები
ღილაკები
სირენები
ბაზები
მოდულები
აქსესუარები

სახანძრო ვენტილატორები
ჰაერის მართვა

ავარიული განათება
EXIT მანიშნებლები
საევაკუაციო გახმოვანება
აქსესუარები
სატუმბი სისტემა
საშხეფი სისტემა
ფიტინგები
წყალმომარაგება
ნაკადის მართვა
ცეცხლმაქრები
ვენტილატორები
კონტროლერები
ცხაურები
ჰაერსატარები
სამონტაჟო მასალები
ავარიული განათება
EXIT მანიშნებლები
გახმოვანება
სამონტაჟო მასალები